საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული დოქტორის ანა მარგველაშვილის პუბლიკაცია საერთაშორისო ჟურნალში

მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული დოქტორის ანა მარგველაშვილის სტატია "ადრეული თავის ქალა დმანისიდან: ინტერპერსონალური ძალადობა, ავადმყოფობა და მტაცებლის სავარაუდო კვალი ადრეულ ჰომოზე" საერთაშორისო ჟურნალში "Journal of Human Evolution"-ში  გამოქვეყნდა.

 

ანა მარგეველაშვილი არის  ექიმი-სტომატოლოგი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

დმანისის თავის ქალის ახალი კვლევები, რომლებიც მორიგ სიახლეს გვთავაზობენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადრეული ადამიანები. ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში ან სხვა ჯგუფებთან ჩხუბი? დიახ, რადგან დმანისის ამ თავის ქალაზე ტრავმის კვალია აღმოჩენილი: რამდენიმე ბლაგვი დარტმისთვის დამახასიათებელი დეფექტები შეინიშნება. ხდებოდნენ თუ არა ავად ეს ადრეული ადამიანები? დიახ, ხდებოდნენ და კონკრეტულად ეს ინდივიდი შესაძლოა ტრეპონემატოზით ყოფილიყო დაავადებული. იყვნენ თუ არა ადრეული ადამიანები საშიში მტაცებლების მსხვერპლნი, დმანისი ხომ მდიდარი იყო დიდი მტაცებლებით? ზოგი ახერხებდა გადარჩენას და ზოგიც - ვერ. კონკრეტულად ეს ინდივიდი, სავარაუდოდ  გიგანტური აფთრის ან რომელიმე კატისებრთა ოჯახის (ლომი ანდა ხმალკბილა ვეფხვი) მსხვერპლი აღმოჩნდა. ადრეული ჰომინინებს დაძაბული ცხოვრება ჰქონდათ.

ამ ყველაფერზე წაიკითხავთ დამნისის გუნდის ახალ კვლევაში: იხილეთ სტატიის ლინკი

თარიღი: 04/04/2022